კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს – კიდევ ერთხელ უნდა [„ნაციონალურ მოძრაობას“] ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წავიდეს – უნდათ, კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება, – ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაზე რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული – პირველი, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე, კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გათვლილი სცენარი. მათი თქმით, სცენარის მთავარი მიზანი ომის დაწყებაა. „გასული დღეების…
დღე: ივნისი 29, 2022
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შიდა წრე“. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, სანქცირებულთა შორის არის ვლადიმერ პოტანინი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოიხსენიებს, როგორც რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი „კრემლის მთავარი მხარდამჭერია“. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააკისრა პუტინის ბიძაშვილ ანნა ცივილევასაც. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ცივილევამ და მისმა მეუღლე სერგეი ცივილევმა პუტინთან ურთიერთობით „მნიშვნელოვნად ისარგებლეს“. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუს მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც სირიაში, ასადის რეჟიმს…
ვოლოდიმირ ზელენსკი-ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „ომი აუცილებლად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ის უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ უნდა განვდევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. ჩვენთვის, ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გზა“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ აქვს უფლება, დამარცხდეს რუსეთთან, რადგან ამ შემთხვევაში, დემოკრატიაც დამარცხდება.
ჯავის რაიონში, დაკარგული 19 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სააგენტო რესის ცნობით, 19-წლის ბიჭის ცხედარს სოფელ ითრაფისის ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში მიაგნეს. ბიჭი კი მდინარე ფაწამ ჯავის რაიონში, სოფელ ყემელთაში გაიტაცა. დაკარგულ ბიჭს 60 მაშველი და 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები ეძებდა. მდინარეების მოულოდნელი ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია. ოსური სააგენტოები წერენ, რომ ბიჭი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა.
შეთანხმებული მოქმედების დროა, რათა შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული – კარლ ჰარცელი
“რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ, ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც, ისტორიული მომენტია”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. “ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნეს ხელიდან გაშვებული”, – განაცხადა ჰარცელმა.
გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში სულ მცირე 4 731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 4 731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რეალური მაჩვენებლები ბევრად მაღალია, რადგან, მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, – წერს უკრაინული მედია გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებაზე დაყდნობით. ბოგნერის თქმით, მხოლოდ მიმდინარე კვირის მონაცემებით, აღწერეს 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა. მისი განცხადებით, დაღუპულთა შორის 1812 მამაკაცი, 1225 ქალი, 134 გოგონა და 155 ბიჭი. 41 ბავშვისა და 1364 ზრდასრულის სქესი ჯერჯერობით უცნობია. „ხაზს ვუსვამ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“, – განაცხადა გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
ზაფხულის ბოლომდე შესაძლოა შევაჩეროთ რუსული შეტევა, მაგრამ დეოკუპაცია, ნაკლებად სავარაუდოა – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა ზაფხულის ბოლომდე მთლიანად შეაჩერონ რუსული შეტევა, მაგრამ ამ პერიოდში ტერიტორიების დეოკუპაცია ალბათ ნაკლებად სავარაუდოა – ამის შესახებ obozrevatel-ს შს მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განუცხადა – “მე ვერ ვხედავ ჩვენი მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევების შესაძლებლობას. მაგრამ იმედი მაქვს, რომ საკმარისი ძალა გვექნება, რომ უბრალოდ შევაჩეროთ მათი წინსვლა”, – განაცხადა ანდრუსივმა და დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძლიერი კონტრშეტევისთვის ორი კომპონენტი აკლია – ავიაცია და არტილერია მან სლავიანსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ქალაქის ოკუპაცია ან აღება უახლოეს მომავალში, შეუძლებელია, თუმცა დაბომბვის საფრთხე იზრდება. “გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა. სამწუხაროდ,…
ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა-ადვოკატი
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშაა. ამ თემაზე ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეფერხებები ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება. “გადმორიცხვასთან დაკავშირებით შეფერხება ნაწილობრივ მოგვარდა, ნაწილობრივ გრძელდება, ამიტომაც ერთ-ერთ ეთერში გამოვიყენე ასეთი სიტყვათა წყობა, რომ ფაქტობრივი სანქციები მეთქი და ეს დავასაბუთე სწორედ იმით, რომ როდესაც ადამიანს ეზღუდება საკუთარ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა, ეს არის გამოცხადებები ფაქტიური სანქციების პირობებში. (ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის ივანიშვილი) ხომ, ეს შეიძლება იყოს ხატოვანი, ლიტერატურული, მაგრამ ეს ძალიან ზუსტად ასახავს იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება”, – თქვა ვიქტორ ყიფიანმა. ცნობისთვის,…
დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, სპეციალური მაცივრები და ცივი ყუთები გადაეცა
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება. მათივე ცნობით, სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სპეციალური მაცივრები გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო…
ეკა ადამია: ექიმთან ვიზიტი და შესაბამისად ელექტრონული რეცეპტის მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებისთვის უფასოა
როდესაც პაციენტს ესაჭიროება ელექტრონული რეცეპტის გამოწერა და შესაბამისად ექიმთან ვიზიტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ეს ვიზიტი ყველა ბენეფიციარისთვის უფასოა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციით და ასევე მიიღონ შესაბამისი სამკურნალო მედიკამენტის ელექტრონული რეცეპტი, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ ისაუბრა. ეკა ადამიამ უწყების მიერ ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე სიახლე დაინერგა, ძალაში შევიდა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა. ელექტრონული რეცეპტები მეორე ჯგუფის და ასევე ფსიქოტროპულ წამლებზე…