ჯავის რაიონში, დაკარგული 19 წლის ბიჭის ცხედარი მდინარეში იპოვეს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სააგენტო რესის ცნობით, 19-წლის ბიჭის ცხედარს სოფელ ითრაფისის ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში მიაგნეს.

ბიჭი კი მდინარე ფაწამ ჯავის რაიონში, სოფელ ყემელთაში გაიტაცა.

დაკარგულ ბიჭს 60 მაშველი და 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები ეძებდა. მდინარეების მოულოდნელი ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია.

ოსური სააგენტოები წერენ, რომ ბიჭი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა.

Related posts

კომენტარის დამატება