შეთანხმებული მოქმედების დროა, რათა შესაძლებლობები ხელიდან არ იქნეს გაშვებული – კარლ ჰარცელი

“რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ, ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც, ისტორიული მომენტია”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

“ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნეს ხელიდან გაშვებული”, – განაცხადა ჰარცელმა. 

Related posts

კომენტარის დამატება