7-თვიანი პაუზის შემდეგ სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა

7-თვიანი პაუზის შემდეგ სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ, თუმცა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებისთვის მოწმეების ვინაობა უცნობია. 

ილიჩოვას დაცვის მხარე პროცესის გადადებას მოითხოვს, ვინაიდან ერთ-ერთ ადვოკატს იმავე დროს სხვა პროცესი აქვს დანიშნული. 

2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.  

კარტოგრაფების საქმე ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის გამოიყენა. რამდენიმე თვის განმავლობაში სამთავრობო არხის, იმედის ეკრანს არ შორდებოდა წარწერა გარეჯი საქართველოა. 

წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ბრალის წარდგენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მუხლით, მათი დაპატიმრება და საქმის განხილვის დაწყება. 

ივერი მელაშვილი დღესაც ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

Related posts

კომენტარის დამატება