ალეკო ელისაშვილი ელენე ხოშტარიაზე – არავის ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ მე რუსული წარმომავლობის ფულს ხელს არ მოვკიდებდი – რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება გული გამისკდეს

არავის ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ მე ასეთ ფულს – რუსული წარმომავლობის ფულს ხელს არ მოვკიდებდი – რუსული რუბლი რომ ჩამერიცხოს, შეიძლება გული გამისკდეს, – ეს განცხადება “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

კითხვაზე, უნდა გაასაჯაროოს თუ არა ხოშტარიამ თანხების წარმომავლობა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ რამეს რაც უფრო არ ასაჯაროებ, კითხვები მით მეტი ჩნდება.

“კითხვები არის იქ, როცა რაღაც არის დახურული და დამალული. ელენე ხოშტარიას ადგილას ყველაფერს ნათელს და მკაფიოს გავხდიდი, რათა ამასთან დაკავშირებით დამატებითი მითქმა-მოთქმა არ ყოფილიყო.

რა ვქნა, ჩემი წინაპრები სულ მატარებლის გამცილებლები იყვნენ. არც სოლიკო ვირსალაძე იყო ჩემი წინაპარი და ჰონორარები არ დამრჩენია. მატარებელს გააცილებდნენ და გამოაცილებდნენ – ორივე პაპა ამით იყო დაკავებული. ერთი საერთოდ შეშას ჭრიდა ბორჯომის ხეობაში და აქ ჰყიდდა – არც მისგან დამრჩენია არაფერი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება