ალუდა ღუდუშაური – საქართველოს არასამართლიანად გვერდზე გაწევა რუსეთისთის კოჭის გაგორება იქნება

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური. საქართველოს არასამართლიანად გვერდზე გაწევა რუსეთისთვის კოჭის გაგორება იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რეფორმების ერთგული რჩება და ამ მიმართულებით მოწინავეა.

„ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს გარდა იმისა, რომ სამართლიანი და ობიექტური იყოს ეს გადაწყვეტილება. ის, რომ ევროპამ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, ბუნებრივია, ქართველ ხალხთან ამის ახსნა იქნება რთული. ერთ-ერთი ქვეყანა დღესაც არის დსთ-ს წევრი, ჩვენი დსთ-დან გასვლა ძალიან დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, ოკუპანტის მხრიდან არაერთი მუქარა იყო და მძიმე ფასის გადახდა მოუწია ქვეყანას თავის დროზე, ამიტომ როცა ასეთი ვითარებაა და საზოგადოებას ესმის არც თუ ისე სამართლიანი მინიშნებები, ეს აზიანებს პირველ რიგში ევროპას და ევროპულ ფასეულობებს. ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ისმენს სერგო თეთრაძის ან გირგვლიანის ოჯახი, რომ ამის ჩამდენი კრიმინალი სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, მექა და გვარამია ყოფილა მედიის მეტრი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გახსოვთ, ამბობდა, რომ იმედის მაშინდელი კონტენტი არ შეესაბამებოდა სახელმწიფოებრივ ინტერესს და ამიტომ დაარბიეს, ცემეს და ჟურნალისტები და გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს, ეს თავსებადი ვერ არის არათუ ევროპულ ღირებულებებთან, არამედ ზოგადად მორალთან. მოდით, ვკითხოთ საზოგადოებას რა უნდა, მათ უნდათ სამართლიანობა, ობიექტურობა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ამასთან, ღუდუშაური გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასაც და ის რუსეთის მაამებლურ განცხადებად შეაფასა.

„მაკრონმა რა განცხადებაც გააკეთა, ვფიქრობ, არამცთუ ევროპული ქვეყნის ლიდერის განცხადებაა, არამედ ეს სრულიად წარმოუდგენელი და ნონსენსია, იმ პრინციპების და ფასეულობის წინააღმდეგ არის, რასაც ეფუძნება ევროპა, ეს არის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მაამებლური განცხადება. შეგვიძლია ეს ასე წავიკითხოთ. თუ ქვეყნის მდებარეობას აქვს მნიშვნელობა, ეს წარმოუდგენელი რამ არის,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, მაკრონის განცხადება ხომ არ იყო განპირობებული ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკით, ღუდუშაური პასუხობს, რომ მაკრონმა „განცხადება გააკეთა მკაფიოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, გეოპოლიტიკური სივრცე ამას გულისხმობს“.

Related posts

კომენტარის დამატება