”ამ დროს ზურგში ესროლეს” რა ვითარებაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Related posts

კომენტარის დამატება