”ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა” – მინისტრებმა პაპუაშვილს მოუსმინეს და წავიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ანი წითლიძის თქმით, შეურაცხყოფაა როცა მთავრობის წევრები პლენარულ სხდომას თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ტოვებენ. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

“ეს არის საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფა, ვერ მივხვდი საქართველოს მთავრობის წევრების ან მოსვლა რა იყო, და ან წასვლა რა იყო. თუ საქართველოს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტთან მობრძანდება პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშზე, მაშინ უნდა ესწრებოდეს ბოლომდე და უნდა უსმენდეს პარლამენტის წევრების კითხვებსაც და უნდა რჩებოდეს ფრაქციის დროების ბოლომდე. მეგობრებო, უმრავლესობის პარლამენტის წევრების შეურაცხყოფაც არის ეს, რომ უბრალოდ გასასეირნებლად მოვიდნენ და წავიდნენ”, – თქვა ანი წითლიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს შალვა პაპუაშვილის ანგარიშს ისმენს. პაპუაშვილის გამოსვლის შემდეგ მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

Related posts

კომენტარის დამატება