არახამია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება.

„შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. და, რა თქმა უნდა, ბ-ნი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში. მაგრამ მე უნდა გავუცრუო იმედები ყველას, ვინც გადაწყვიტა ფულის გამომუშავება უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე. ასე არ იქნება და პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. ჩვენ მალე გავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა”,- წერს დავით არახამია ტელეგრამში.

Related posts

კომენტარის დამატება