არის თუ არა პუტინი კომაში? – რას ამბობს რაზმან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რაზმან კადიროვი, გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კომაში ყოფნის შესახებ, სიცრუეს უწოდებს.

„ისეთი სასაცილო სისულელეები წავიკითხე, თითქოს ჩვენი პრეზიდენტი კომაშია ჩავარდნილი და ახლა მის შემცვლელს ეძებენ. მინდა იმედი გაგიცრუოთ… ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს, მას ძალიან მხნე, მეთაურის ხმა აქვს”, – ამბობს კადიროვი.

შეგახსენებთ, გამოცემა Obozrevatel-მა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ სიმსივნური წანაზარდის ამოღების წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პუტინი კომაში ჩავარდა. 

Related posts

კომენტარის დამატება