აშშ-ში 10 წლის გოგო დააკავეს- მან ესროლა ქალს, რომელიც დედამისს ეკამათებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 წლის გოგო დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალს, რომელიც დედამისთან კამათობდა.

ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ბავშვი ფლორიდის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის მეურვეობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, პატიმრობაში იმყოფება ბავშვის დედაც.

მოწმეებმა პოლიციას განუცხადეს, რომ სროლა მოხდა 30 მაისის ღამეს, როდესაც ბავშვის დედამ და მსხვერპლმა, 41 წლის ლაშუნ დენიზ როჯერსმა, დაიწყეს კამათი საცხოვრებელი კომპლექსის გარეთ.

დაკავების ოქმის მიხედვით, კამათის დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. დედამ, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რასაც მსხვერპლის მხრიდან პასუხი მოჰყვა, 

როჯერსის შეყვარებული ამბობს, რომ ის ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც დაინახა ბავშვი, რომელსაც შავი ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა და ორჯერ ისროლა. მისივე თქმით, სროლის შემდეგ ბავშვმა დაკავების მოხსენების მიხედვით დაიყვირა “მას არ უნდა დაერტყა დედაჩემისთვის”.

პოლიციის სპიკერი ამბობს, რომ ქალი რეგიონულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

CNN დაუკავშირდა ბავშვის დედის ადვოკატს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

Related posts

კომენტარის დამატება