აშშ-ში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის მისურის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.

სამგზავრო მატარებელი ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში მიემართებოდა. კომპანია Amtrak-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა ქალაქ მენდონთან.

მატარებელში დაახლოებით 243 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა

Related posts

კომენტარის დამატება