ავღანეთში დამანგრეველ მიწისძვრას სულ მცირე 250 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში სულ მცირე 250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.

ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან 44 კმ-ში მოხდა. 

ოფიციალური პირი მედიას ეუბნება, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება, 150-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია.

Reuters აშშ-ის გეოლოგიური სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო.

რყევები დაახლოებით 500 კილომეტრზე იგრძნობოდა პაკისტანში, ავღანეთსა და ინდოეთში. ბიძგები იგრძნეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში. პაკისტანში ზარალის ან დაღუპულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

Related posts

კომენტარის დამატება