ბადრი ჯაფარიძე-პირველი არ არის,როდესაც ხელისუფლების მხრიდან რეალობის არაადეკვატურ შეფასებას ვიღებთ,პრემიერის მოხსენება ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა

პირველი არ არის, როდესაც ხელისუფლების მხრიდან რეალობის არაადეკვატურ შეფასებას ვიღებთ, პრემიერის მოხსენება ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა, – ასე აფასებს “ლელოს” ერთი-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილობით მოხსენებას, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

მისი თქმით, კვლავ რეალობის შელამაზებასთან გვაქვს საქმე, “რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელწერაა”.

“ადეკვატური, სწორი შეფასება არის ის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, უპირობოდ უნდა მივიღოთ მონაწილეობა პროდასავლურ მხარდამჭერ კოალიციაში და ეს არ გულისხმობს რაიმე აგრესიულ ქმედებებს, ეს გულისხმობს ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიციებთან სრულ თანხვედრას. მათი ამოცანაა, რომ კონფლიქტი შეწყდეს უკრაინაში; რუსული არმია გავიდეს უკრაინიდან; უკრაინელმა ხალხმა დაიწყოს ამ იარების მოშუშება. მაგრამ რუსეთის ფედერაცია აგრესიას აგრძელებს და ამ პირობებში ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მუდმივად მოახდინოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა. ანგარიში პარლამენტში დღეს წერილობითი ფორმით შევიდა. მოხსენებაში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული ნაბიჯების შესახებ.

Related posts

კომენტარის დამატება