ბექა დავითულიანი ადასტურებს, რომ დეპუტატებმა პარტია საგარეო პოლიტიკის გამო დატოვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ დეპუტატებმა პარტია საგარეო პოლიტიკის გამო დატოვეს. 

„რა არის ისეთი სათქმელი, ამას ისინი გვეტყვიან, თორემ მე რასაც მინდა, ყველაფერს ვამბობ. თუ რაიმე სათქმელი დარჩათ, თვითონ იტყვიან. უმრავლესობის სხდომაზე რაზეც არის საუბარი, რისი გატანაც გარეთ გვინდა, გაგვაქვს. რისიც არ გვინდა, შიგნით რჩება. ისინი წავიდნენ კონკრეტული მიზეზების გამო, რადგან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შიგნით ყოფნა ზღუდავს გარკვეული კონიუნქტურით მათი გამოხატვის თავისუფლებას. მათ თქვეს, რომ იმ მაღალი რისკების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში, კონტინენტზე და მსოფლიოში ტრიალებს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან კონიუნქტურით შეზღუდულები არ იყვნენ,“ – განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საგარეო პოლიტიკას, დავითულიანი აცხადებს:

“რა თქმა უნდა, ეს ამას უკავშირდება და ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერი ხდება”,- განაცხადა დავითულიანმა. 

Related posts

კომენტარის დამატება