ბრიტანეთის ჯარები უნდა მოემზადონ ევროპაში კვლავ საბრძოლველად – ბრიტანელი გენერალი

ბრიტანული არმიის მეთაურმა თავის ჯარს განუცხადა, რომ ისინი უნდა მოემზადონ ევროპაში საბრძოლველად ვლადიმერ პუტინის ძალების დასამარცხებლად, – ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით იტყობინება.

გენერალმა პატრიკ სანდერსმა, გააფრთხილა ჯარისკაცები იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც უკრაინის ომის შემდეგ დადგებიან.

„ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც უნდა მოამზადოს არმია კვლავ საბრძოლველად ევროპაში. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მიზანს, დავიცვათ გაერთიანებული სამეფო, ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ომი ხმელეთზე“, – დასძინა ბრიტანელმა გენერალმა. 

Related posts

კომენტარის დამატება