ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ”დინამო” ბრატისლავას ”სლოვანს” შეხვდება

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო ბათუმი“ სლოვაკეთის მოქმედ ჩემპიონს, ბრატისლავას „სლოვანის“ დაუპირისპირდება, რომლის მთავარი მწვრთნელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისია.

ცნობისთვის, ბათუმის „დინამო“ პირველ შეხვედრას სტუმრად, ბრატისლავაში გამართავს, შესაბამისად მეორე თამაშს ბათუმი უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 5-6 და 12-13 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, 2021 წლის „ეროვნული ლიგის“ გამარჯვებული ბათუმის „დინამო“ გახდა. ბათუმის კლუბი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკურ კლუბში ქართველი ფეხბურთელები – ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.

Related posts

კომენტარის დამატება