“ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს,ოღონდ, უხარისხო შესრულებით”- პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?”

პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში პარ­ლა­მენ­ტში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის წლე­ბის მი­მო­ხილ­ვას და­ეთ­მო. მის გა­მოს­ვლას და პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბას დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ევ­რო­კო­მი­სი­ის 17 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი გა­მარ­ჯვე­ბა უწო­და. ამ წი­ნა­და­დე­ბას მოჰ­ყვა ქა­ო­სი და ოპო­ზი­ცი­ის შე­ძა­ხი­ლე­ბი: “მო­ღა­ლა­ტე, მონა”. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნაა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა, გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნა ამ კუ­თხით არც ერთი მხრი­დან ვე­რა­ფე­რი იმე­დის მომ­ცე­მი გა­მოდ­გა.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ქმე­დე­ბა მისი გა­მოს­ვლის ჩაშ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნაა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ცე­სი ოპო­ზი­ცი­ი­დან უნდა და­ი­წყოს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ის არ არის ოლი­გარ­ქი. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი იმის გამო გვსჯის, რომ “ომში ვერ ჩაგ­ვით­რი­ეს”.

  • დღის ბო­ლოს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რი­ტო­რი­კას გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი უწო­და.

“მე მგო­ნი, მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინც მო­ის­მი­ნა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი დღით და მეც ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და მინ­და, აქე­დან გა­ვაგ­ზავ­ნო ბრი­უ­სელ­ში სხვა გზავ­ნი­ლი, რომ ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლო, ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნება, ეს არ ვიცი რას წარ­მო­ად­გენს, ნებ­სით ხდე­ბა თუ უნებ­ლი­ედ, ეს სა­გან­გე­ბოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, უკვე მე ამა­ზე პა­სუ­ხი აღარ მაქვს. რო­დე­საც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბი, რო­გორც მი­ნი­მუმ, ორი რამ მო­გე­თხო­ვე­ბა: ერთი, რომ შენი ხალ­ხის ხმა გა­ი­გო­ნო (რაც ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ე­თხო­ვე­ბა).

მე­ო­რე – გა­ი­გო, რას ელო­დე­ბა შენ­გან პარტნი­ო­რე­ბის თავ­შეყ­რა, რო­მე­ლიც ზეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. პარტნი­ო­რე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ ერთ მარ­ტივ რა­მეს, რომ გა­მოთ­ქმუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ კი ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ამას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფერს ასე თა­ვის­თა­ვად მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ ჩვენ მზად ვართ, არა პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლად და არა და­პი­რის­პი­რე­ბით, ყვე­ლამ ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ წლის ბო­ლოს შე­ვას­რუ­ლოთ ჩვენს მი­მართ ყვე­ლა გზავ­ნი­ლი”.

პარ­ლა­მენ­ტში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და დიდი მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა.

“დღეს ღა­რი­ბაშ­ვილს ეგო­ნა, რომ არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში გა­მო­დი­ო­და”, – იხუმ­რა “ფე­ის­ბუკ­ში” პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ Ambebi.ge-სთან ას­კვნის, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არაა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხალ­ხმა უნდა მი­ი­ღოს.

“წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რას ილა­პა­რა­კებ­და. რა­საც მო­ვე­ლო­დი, ის იყო – ბოდ­ვა სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე და როცა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად არის, იმის მტკი­ცე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა. მას იმ­დე­ნად ბრიყ­ვად მი­აჩ­ნია ყვე­ლა, რომ გა­მარ­ჯვე­ბად ასა­ღებს ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას.

ეს იმას ნიშ­ნავს, ტორ­ტი რომ შე­უკ­ვე­თე და ტორ­ტის ყუთი მო­გი­ვი­და, შენ კი ოჯახს ახა­რებ – აი, ტორ­ტის ყუთი ხომ მო­გი­ვი­დათ და ჭა­მეთ ახლა ეს ყუ­თიო. რა­ტომ­ღაც, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ამას ვინ­მე ნორ­მა­ლუ­რად აღიქ­ვამს. ბრი­უ­სელ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და დღეს აქ რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, არა­ფერს შეც­ვლი­და. ნუ გვექ­ნე­ბა იმის იმე­დი, რომ რა­ღა­ცას კი­დევ გა­ვა­კე­თებთ და ევ­რო­საბ­ჭო რა­მეს შეც­ვლის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ღაც პო­ზი­ტი­უ­რი მა­ინც შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, ხომ? პრე­მი­ე­რის ამ გა­მოს­ვლი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არაა.

რა გა­ა­კე­თა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იმის მეტი, რომ ნა­ცებს აგი­ნა და მერე ნა­ცებ­მა აქეთ აგი­ნეს? ეს არის კლა­სი­კუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი იმ­პო­ტენ­ცია – როცა არა­ფე­რი შე­გიძ­ლია, შენი უნი­ა­თო­ბა ვი­ღა­ცას უნდა და­აბ­რა­ლო. თურ­მე ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს გა­და­ვუს­წა­რით… კარ­გით, რაა. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის სუ­რა­თე­ბის შექ­მნა­ში მიშა ამა­ზე ბევ­რად მა­გა­რი იყო. ჩვენ ახლა ვუ­ყუ­რებთ იმა­ვე მი­შას, ოღონდ, უხა­რის­ხო შეს­რუ­ლე­ბით.

პრე­ზი­დენ­ტის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო? პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო მოს­მე­ნე­ბის კა­ნონს, ისიც ხომ კა­ხე­ლია და კა­ხუ­რად გაბ­რაზ­და, ახლა ის კა­ხუ­რი ვე­ტო­ე­ბის და­დე­ბას და­ი­წყებს.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის დე­ტა­ლებ­ში შეს­ვლას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს აზრი, ეს იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბოღ­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ბოდ­ვა და რა ილა­პა­რა­კა კონ­კრე­ტუ­ლად ამ პერ­სო­ნამ, სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­როს სცილ­დე­ბა. არა­ნა­ი­რი ში­ნა­არ­სი ამა­ში არ არის, მაგ­რამ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ეგ არის, რაც არის.

ჩემი მხრი­დან სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­უ­რა­ცხყო­ფა იქ­ნე­ბო­და კო­მენ­ტა­რე­ბის კე­თე­ბა ისეთ ადა­მი­ან­ზე, რო­გო­რიც ღა­რი­ბაშ­ვი­ლია. პრე­მი­ე­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იქ­ცე­ვა ასე, სიბ­რიყ­ვით მოს­დის, თუ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტით, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

ფაქ­ტია, რომ პრე­მი­ე­რი ამით ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. ამათ რომ არ უნ­დათ ევ­რო­პა, ერ­თია, მაგ­რამ ხალ­ხსაც არ უნდა? ხალ­ხს ხომ უნდა? ხალ­ხს თუ უნდა, მა­შინ მან უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო ხალ­ხია. პირ­და­პი­რი დე­მოკ­რა­ტია მუ­შა­ობს ასე: ხალ­ხი ქი­რა­ობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­ტომ, რომ მისი ნება აღას­რუ­ლოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხის ნე­ბას თუ აღარ ას­რუ­ლებს, ხალ­ხი ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უშ­ვებს სახ­ლში და მოჰ­ყავს ისე­თი, რო­მე­ლიც მის ნე­ბას აღას­რუ­ლებს. ასე მუ­შა­ობს დე­მოკ­რა­ტია. ამას მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით თუ გა­ვა­კე­თებთ,“ – ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

Related posts

კომენტარის დამატება