CNN-ი წალკის კანიონის პანორამული ხიდის შესახებ წერს

წალკის კანიონის პანორამული ხიდის შესახებ CNN-მა სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ ხიდის მონახულებამდე, მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ვიზიტორს შესაძლოა ძლიერი ალკოჰოლის მიღებაც კი დასჭირდეს.

„ფოლადისა და მინისგან დამზადებული ხიდის მშენებლობას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა, მის ოფიციალურ გახსნას 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო“, – წერს CNN-ი.

მედიასაშუალება ხაზს უსვამს, რომ ხიდის გამორჩეული მახასიათებელი მრავალდონიანი ბარია.

„როგორც ამბობენ, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე დიდ სიმაღლეზე დაკიდებული ნაგებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადგილი გინესის რეკორდების წიგნში შესატანადაა წარდგენილი“, – წერს CNN-ი.

Related posts

კომენტარის დამატება