დამატებითი წნეხი რუსეთს – იაპონია ახალ სანციებს აწესებს 

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. სანქციებს შორისაა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა, ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა და სხვა მომსახურებები.

კიშიდას თქმით,  სანქციები, გაყინავს რუსეთის ფედერაციის კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივებს და აკრძალავს საქონლის მიყიდვას თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 90 ორგანიზაციისთვის.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიულ გზაჯვარედინზეა და იტესტება შეუძლია თუ არა მას საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე. 

Related posts

კომენტარის დამატება