პოლონელმა ევროპარლამენტარი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ დასავლეთს უფლება აქვს, უკრაინას დამოუკიდებლობის დასაცავად ბირთვული ქობინები გადასცეს. ამასთან დაკავშირებით სიკორსკიმ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.
მას არგუმენტად 1994 წელს უკრაინის მიერ რუსეთისთვის ბირთვული არსენალის გადაცემაზე გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი მოჰყავს. ამბობს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები დაარღვია.შეგახსენებთ, რომ 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმით – შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა, აიღეს ვალდებულება – უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისა და მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და არსებულ საზღვრების პატივისცემის. თავის მხრივ კი უკრაინამ რუსეთს მთელი ბირთვული არსენალი გადასცა.