დავით ჭიჭინაძე-კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან

კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ძალიან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერს მომავალი ისე მოუკლეს, ერთადერთ პერსპექტივად „მხოლოდ სხვა ქვეყნებში დღეში 20 ევროდ შავ მუშად გაქცევა დაუტოვეს“.

„კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ძალიან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან. თანაც ისე, რომ უცებ სხვა ეკონომიკურ მოდელს შემოგვთავაზებენ, აღარც ბიუჯეტის ძარცვა იქნება და ქვეყანაში ცხოვრების დონე მოიმატებს. რადგან, საუბარია იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაპირებები შეასრულა კი არა, ისიც კი გვითხრეს მე თქვენ საერთოდ არაფერს დაგპირებივართ, მოგეჩვენათო. ერს, რომელსაც თავისი წარსულის, კულტურით სიამაყის ამბიცია აქვს, მომავალი ისე მოუკლეს, ერთადერთ პერსპექტივად მხოლოდ სხვა ქვეყნებში, დღეში 20 ევროდ შავ მუშად გაქცევა დაუტოვეს”,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება