დღესს თბილისსა და რეგიონებში აქცია ”შინ ევროპისკენ” გაიმართება

„შინ ევროპისკენ” – აქცია, დღეს, საღამოს 20:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გაიმართება მსვლელობაც ევროპის მოედნის მიმართულებით, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შედგება.

თბილისის გარდა, აქცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისშიც იგეგმება.

Related posts

კომენტარის დამატება