დიმიტრი კოვტუნი, ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის ფიგურანტი, გარდაიცვალა.

ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის ფიგურანტი, დმიტრი კოვტუნი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამავე საქმის მეორე ფიგურანტმა, დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ.

TASS-ის ინფორმაციით, დმიტრი კოვტუნი გარდაცვალების მიზეზი კოვიდით გამოწვეული გართულებები გახდა.

KGB-სა და FSB-ს ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრ ლიტვინენკო, რომელმაც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და დაზვერვასთან თანამშრომლობდა, 2006 წლის ნოემბერში ლონდონში დაიღუპა. გამოძიების თანახმად, ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს. აღნიშნული ნივთიერება ლიტვინენკოს ჩაიში დაუმატეს, როდესაც ის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ანდრეი ლუგოვოისა და მეწარმე დმიტრი კოვტუნს ხვდებოდა.

ლუგოვოი, კოვტუნი და რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფდა.

2021 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა შესაბამისი გამოძიება და ფიგურანტები პასუხისგებაში არ მისცა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ლიტვინენკოს ქვრივისთვის 100 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, გადაწყვეტილება შეასრულოს.

Related posts

კომენტარის დამატება