დიმიტრი პესკოვი – ბრალდებები დეფოლტის შესახებ არამართლზომიერია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი არ ეთანხმება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა საგარეო ვალის მომსახურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დეფოლტი განიცადა.

„ეს ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია, რადგან უცხოურ ვალუტაში გადახდა ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა ეს თანხა დააკავა და მიმღებებთან ვერ მივიდა, ჩვენი პრობლემა აღარ არის. ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ ვითარებას დეფოლტი ვუწოდოთ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გამოიცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.

Related posts

კომენტარის დამატება