ძალიან სასწრაფოა! ბიჭი მოვიდა , ფეხშიშველი, უნდა დავეხმაროთ… – აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი შეჭირვებული ოჯახისთვის საზოგადოების დახმარებას ითხოვს. ბიჭს, რომელსაც მოხუცი ბებო ჰყავს სახლში და უვლის, კიდურების პრობლემა აქვს.

აკა სინჯიკაშვილი: ძალიან სასწრაფოა ყველაფერი. ჩვენთან ბიჭი მოვიდა. ფეხშიშველი, იმიტომ რომ ორივე ფეხიდან სისხლი სდის და ისე აქვს გაშავებული, სასწრაფოდ თუ არ დავეხმარეთ, შეიძლება მართლა ორივე დაკარგოს. ფოტოს ვერ გაჩვენებთ, მართლა ჯოჯოხეთური სანახავია.ცოტა საჭმელი, ტანსაცმელი და თეთრეული ითხოვა.

მივედით სახლში და თურმე მოხუცი, ავადმყოფი ბებო ჰყავს, რომელიც საწოლიდან ვეღარ დგება და ბიჭიც ერთი წუთითაც ვერ ტოვებს მარტო. სახლში რა ხდება ვერც წარმოიდგენთ. საერთოდ არავინ ჰყავთ და თვითონაც საოპერაციო, ასე უზის ბებოს მთელი დღე და ორივე ტკივილისგან და შიმშილისგან იტანჯება. არ აქვთ არც საჭმელი, არც შუქი, არც ცხელი წყალი, არც წამლები და საერთოდ არაფერი. ამ ბიჭს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, რომ სიარული შეძლოს. რა სჭირს ისიც არ ვიცით, მთლიანად გაშავებული აქვს ორივე ფეხი. დღესვე უნდა წავიყვანოთ რომელიმე კლინიკაში. ბებოსთან მანამდე ჩვენგან დარჩება ვინმე.

ეს ბიჭი გმირია და გამოჯანმრთელებას იმსახურებს. ბებოს კი ასეთ ღრმა სიბერეში, საჭმელი, წამალი და ცხელი წყალი მაინც ჰქონდეს. აბა ჩვენ ვიცით ჩვენც დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

GE90TB7603845061100016

PayPal – Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

Related posts

კომენტარის დამატება