„ეს არის დაქირავებული მკვლელი, ის ალბათ უკვე საქართველოში არ არის“ – ლევან კაჭარავას დედის პირველი კომენტარი

ბაგებში, ავტომობილში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა, რომელმაც საქართველო უკვე დატოვა.

როგორც მოკლულის დედა ამბობს, ლევანს ქვეყანაში მტრები არ ჰყოლია.

„მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურებრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული მკვლელი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის”, – ამბობს მოკლულის დედა.

კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა კაჭარავას მძღოლი და რატომ გადაადგილდებოდა ის სხვა პირთან ერთად მანქანით, ლევან კაჭარავას დედა ასე პასუხობს:

„ცოლი გასვენებაში იყო წასული და მასთან სხვა იყო. თანამშრომელიაო, ასე მითხრეს. მისი მძღოლი კახა არ იყო საჭესთან. კახა არის ორგანოს ყოფილი მუშაკი. ვინ იყო გუშინ არ ვიცი, თანამშრომელიაო. ის დაკითხვაზე იყო. სად მოხვდა ტყვია, თავში, კისერში თუ სად, არ ვიცი. ლევანს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. საქართველოში მას მტერი რომ არ ჰყავდა, ეს შემიძლია გითხრათ 100%-ით”.“

შეგახსენებთ, 24 ივნისს ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

Related posts

კომენტარის დამატება