“ეს არის მიზანმიმართული შურისძიებითი ქმედება საქართველოს დასაზიანებლად” – ქადაგიშვილი არახამიას განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი  მიიჩნევს, რომ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების მიზანი საქართველოს დაზიანებაა.

„ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, ეს არის მიზანმიმართული შურისძიებითი ქმედება საქართველოს დასაზიანებლად. ამავდროულად, მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაზიანდება, ეს აქ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ კავშირში არის მათთან (და ალბათ, ისინი აძლევდნენ თავის დროზე იმედს, რომ საქართველო იქნებოდა მეორე ფრონტი), გზას გაუხსნის ხელისუფლებისკენ.

ეს არის მთელი ამ ანტიქართული პოლიტიკის შინაარსი. ამას ჰქვია არა ფაქტებით საუბარი, არა რეალური მოვლენების შეფასება, არამედ შექმნილი აღქმების პროპაგანდირება და აღქმებით დამკვიდრებული „რეალობის“ წარმოჩენა. სწორედ ამ აღქმებს ემსახურება ასეთი მძიმე ბრალდებების განუწყვეტელი პროპაგანდა ყოველგვარი საბუთის გარეშე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, რისთვისაც ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.

Related posts

კომენტარის დამატება