ევროკავშირი გეგმავს, რომ რუსული გაზი ყატარიდან ან შეერთებული შტატებიდან მიღებული თხევადი აირით ჩაანაცვლოს.

ევროკავშირი რუსული გაზის ჩანაცვლებას ყატარიდან ან შეერთებული შტატებიდან მიღებული თხევადი გაზით გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისარმა ტიერ ბრეტონმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რომ მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გაკეთდეს.

“ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ რუსული გაზისგან და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ჩვენი ავტონომ, რადგან ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს ევროპული პროექტი, იგი გაზის თემას ჩვენს დასაყოფად იყენებს. პუტინი წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდა, რათა დაეყო ევროპა. ჩვენ რუსეთიდან წელიწადში 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შემოგვაქვს. ახალი გეგმა მოიცავს 50 მილიარდი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან, დამატებით 10 მილიარდს არსებულ მილსადენებზე. ევროკავშირი ასევე გეგმავს განახლებადი ენერგო რესურსების ზრდის დაჩქარებას”, – განაცხადა ბრეტონმა.

Related posts

კომენტარის დამატება