ევროკომისიის პრეზიდენტი – სურსათი კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი გახდა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურსათი რუსეთის „ტერორის არსენალის“ ნაწილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება. სტრასბურგში, ევროპარლამენტისთვის მიმართვისას ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უკრაინული პორტების აღდგენის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ.

„ეს არის პუტინის მიერ, მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ცივი, გულქვა და გათვლილი ბლოკადა. ამიტომ ახლა, პატივცემულო წევრებო, სურსათი ახლა კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი გახდა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, – განუცხადა ლაიენმა ევროპარლამენტის კანონმდებლებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, „ძირითად საკვებ პროდუქტებს არ ეხება“.

„ისინი არ იმოქმედებენ რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ან სხვა პროდუქტებით ვაჭრობაზე. პორტების ემბარგოსგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სრულად თავისუფალია“, – განაცხადა ლაიენმა, რითაც სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის „დეზინფორმაციას“ გამოეხმაურა.

Related posts

კომენტარის დამატება