ევროპული საბჭო მზად არის, პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპული საბჭო მზად არის, პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს დოკუმენტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპული საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ, რაც წევრობის შესახებ განაცხადთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოსაზრებაში საქართველოსთვის დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროპული საბჭოს ბოლო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება“.

Related posts

კომენტარის დამატება