„მამა 1985 წელს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ მე 10 წლის ვხდებოდი, ჩემი ძმა -12-ის. მამა ცოცხალი, რომ ყოფილიყო, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ალბათ, სხვანაირად იქნებოდა…ჰამლეტი, 20 ივნისს 94 წლის გახდებოდა.
ბუნდოვნად მახსოვს მისი დაბადების დღეები. დედაც მუშაობდა, მამაც ძირითადად გასტროლებზე იყო და შეიძლება ითქვას, რომ ჰამლეტის დაბადების დღეები არ მახსოვს, რადგან ზაფხულის დადგომისთანავე მე და ჩემს ძმას დედულეთში, გურიაში არდადეგებზე გვიშვებდნენ.
მამა 20 ივნისს თუ თბილისში იყო, ჩვენს ოჯახში თავს მისი მეგობრები, კოლეგები იყრიდნენ და იყო დიდი მოლხენა.
მოგეხსენებათ, ჰამლეტი გვიან დაოჯახდა. როცა მე და ჩემი ძმა ქუჩაში ხელჩაკიდებული მივყავდით, მახსოვს, ხელს ძლივს ვაწვდენდი. სულ იმას ამბობდა, როდის გაიზრდებით, რომ სიმაღლეში დამეწიოთო. მისთვის იმ პერიოდში ოცნება იყო, რომ მალე გავზრდილიყავით…
დღეს ჰამლეტს ოთხი შვილიშვილი ჰყავს, ცოცხალი რომ ყოფილიყო უბედნიერესი იქნებოდა. ჩემი ძმის უფროსი შვილი, პაპის მოსახელე ჰამლეტ დაჩი გონაშვილი ჩიკაგოში სწავლობს, სამართლის პროფესიას ეუფლება. ჩემი ძმის მეორე შვილი ჯემიკო, აბიტურიენტია. ჩემი უფროსი შვილი იოანე, წელს შევიდა სკოლაში, უმცროსი ნინა, წლის და ოთხი თვის არის.
რაც წამოვიზარდეთ, ასეთი ტრადიცია გვაქვს, ჰამლეტის დაბადების დღეზე საფლავზე გავდივართ და მერე ოჯახურ გარემოში აღვნიშნავთ. დედა, ლამარა ცინცაბაძე 89 წლის გახლავთ.“ – ამბობს გიორგი გონაშვილი.
ხმა, რომელიც საქართველოში ჯერ არ განმეორებულა… თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, რაც ქართულ ხალხურ ფოლკლორულ სიმღერებს ისე ვერავინ მღერის, როგორც განუმეორებელი ჰამლეტ გონაშვილი მღეროდა…
გუშინ, 20 ივნისს, დიდი მაესტრო 94 წლის გახდებოდა…
ალბათ, ყველა ჩემს კოლეგას ნდომებია, ფოლკლორის საუნჯის ერთ-ერთი შემქმნელის ოჯახთან ინტერვიუ ჩაეწერა. ალბათ, უამრავ მკითხველს უოცნებია, ჰამლეტ გონაშვილზე მეტი გაეგო… ამიტომაც, „პრაიმტაიმი“ მაესტროს შვილს დაუკავშირდა. მართალია, მედიასთან აქტიურობა არ უყვარს, მაგრამ გამონაკლისი დაუშვა და დიდი ჰამლეტ გონაშვილის ოჯახზე სტატიის მომზადება შევძელით…
მისი მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა. სწორედ ამიტომაც, გასტროლებზე, სცენიდან გაშვება მსმენელს რ უნდოდა ხოლმე. უწყვეტ ტაშს უკრავდნენ და სთხოვდნენ, რომ კიდევ ემღერა…
კულისებში ხვდებოდნენ და ყელზე უყურებდნენ, უკვირდათ, ასეთი გასაოცარი ხმა ჩვეულებრივ ადამიანს როგორ აქვსო.
ამ საოცარი და იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმის, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკისა და დახვეწილი გემოვნების პატრონი, გენიალური ჰამლეტ გონაშვილის უმცროსი შვილი, გიორგი, მამას ასე იხსენებს:
„მამა 1985 წელს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ მე 10 წლის ვხდებოდი, ჩემი ძმა -12-ის. მამა ცოცხალი, რომ ყოფილიყო, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ალბათ, სხვანაირად იქნებოდა…ჰამლეტი, 20 ივნისს 94 წლის გახდებოდა.
ბუნდოვნად მახსოვს მისი დაბადების დღეები. დედაც მუშაობდა, მამაც ძირითადად გასტროლებზე იყო და შეიძლება ითქვას, რომ ჰამლეტის დაბადების დღეები არ მახსოვს, რადგან ზაფხულის დადგომისთანავე მე და ჩემს ძმას დედულეთში, გურიაში არდადეგებზე გვიშვებდნენ.
მამა 20 ივნისს თუ თბილისში იყო, ჩვენს ოჯახში თავს მისი მეგობრები, კოლეგები იყრიდნენ და იყო დიდი მოლხენა.
მოგეხსენებათ, ჰამლეტი გვიან დაოჯახდა. როცა მე და ჩემი ძმა ქუჩაში ხელჩაკიდებული მივყავდით, მახსოვს, ხელს ძლივს ვაწვდენდი. სულ იმას ამბობდა, როდის გაიზრდებით, რომ სიმაღლეში დამეწიოთო. მისთვის იმ პერიოდში ოცნება იყო, რომ მალე გავზრდილიყავით…
დღეს ჰამლეტს ოთხი შვილიშვილი ჰყავს, ცოცხალი რომ ყოფილიყო უბედნიერესი იქნებოდა. ჩემი ძმის უფროსი შვილი, პაპის მოსახელე ჰამლეტ დაჩი გონაშვილი ჩიკაგოში სწავლობს, სამართლის პროფესიას ეუფლება. ჩემი ძმის მეორე შვილი ჯემიკო, აბიტურიენტია. ჩემი უფროსი შვილი იოანე, წელს შევიდა სკოლაში, უმცროსი ნინა, წლის და ოთხი თვის არის.
რაც წამოვიზარდეთ, ასეთი ტრადიცია გვაქვს, ჰამლეტის დაბადების დღეზე საფლავზე გავდივართ და მერე ოჯახურ გარემოში აღვნიშნავთ. დედა, ლამარა ცინცაბაძე 89 წლის გახლავთ.“ – ამბობს გიორგი გონაშვილი.
ჰამლეტ გონაშვილის წერილი შვილებს
1982 წლის 1 სექტემბერს, მაშინ როცა ჰამლეტ გონაშვილის შვილები სკოლაში მიდიოდნენ, მამა მათ გვერდით არ იყო. სოჭში გასტროლებზე მყოფი მომღერალი შვილებს პატარა, მაგრამ გულის ამაჩუყებელ წერილს უგზავნის.
„ჩემო საყვარელო შვილებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, ყოველთვის იყოთ კარგი მოწაფეები და სანიმუშო ყოფაქცევით შემკული ახალგაზრდები. განსაკუთრებით ვულოცავ გიორგის პირველკლასელობას, ფრიადოსნობას გისურვებ, გზა დამილოცია. მყავდით მუდამ კარგად, გკოცნით ბევრს, ძალიან ბევრს.
მომიკითხეთ და დამიკოცნეთ დედიკო ლამარა, მოკითხვა ყველა თქვენს კეთილისმსურველს.
თქვენი მოსიყვარულე მამიკო ჰამლეტი. 01.09.82, სოჭი.”
ჰამლეტის მეუღლე ლამარა ცინცაბაძე, წლების წინ ჩემთან საუბარში იხსენებდა, რომ გენიალური მომღერალი საოცრად ყურადღებიანი მამა იყო. იმის მიუხედავად, რომ ხშირად უწევდა გასტროლებზე ყოფნა, შვილების სწავლა-განათლებაში მაინც აქტიურად იყო ჩართული.
შვილებისგან ყოველდღე გაკვეთილებს ვერ იბარებდა, მაგრამ უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა, ხშირად აკითხავდა სკოლაში და ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა პედაგოგებთან, ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა, რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ და სწავლობდნენ ბიჭები. მათ ყოველდღიურობაში გენიალური მომღერალი (არა) ჩვეულებრივი მამა იყო…