სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე მისულებს “სი*ები” უწოდა, ამბობს, რომ მისი განმარტება სულხან-საბას ლექსიკონში უნდა ვეძიოთ.
“ჩემი ფეისბუქი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო [სტატუსი]. ჩემი ფეისბუქიჯგუფი არის დახურული – ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.
ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მფრინავი ჩიტების, ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, რომლებიც ვუგებთ ერთმანეთს”, – თქვა სამხარაძემ მთავარ არხთან.
სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, აქციაზე მყოფი ადამიანები “სი*ებად და ქვეყნის მტრებად” მოიხსენიებს. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა.
სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ Facebook გვერზე გამოაქვეყნებულ პოსტში, აქციაზე მყოფი ადამიანები “სი*ებად და ქვეყნის მტრებად” მოიხსენიებს. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაძის პოსტი სიტყვის თავისუფლებით გაამართლა და თქვა, რომ ეს მისი პირადი სივრცეა. საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კი, რომელიც ამჟამად პარლამენტის დეპუტატია, აღნიშნა, რომ საჯარო მხოლოდ “მხოლოდ ექვს საათამდეა”.