გემი, რომელსაც 18 000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში შევიდა

გემი, რომელსაც 18 000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, დღეს დილით ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტში შევიდა. აღნიშნულ მარშრუტს მოიხსენიებენ, როგორც „ახალი საზღვაო მარშრუტი“, რომელიც მიზნად ისახავს, უკრაინის პორტებზე რუსეთის ბლოკადისგან თავის არიდებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სატვირთო გემი Alppila, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში გამთენიას შევიდა და მას 14 ივნისს ჩამოტვირთავენ.

მედიის ცნობით, ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი გადაზიდვა, რომელმაც საზღვაო გზით, ბალტიის ზღვაში გახსნილი ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთს მიაღწია.

Related posts

კომენტარის დამატება