გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, გერმანი უკვე მიაწოდა უკრაინას 15 მილიონი ტყვია, 100 ათასი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

“სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მივაწვდით ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც გერმანიას აქვს IRIS-T-ის სახით”, – თქვა შოლცმა.

როგორც სამშაბათს კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს საბერძნეთს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი უკრაინას გადასცეს.

Related posts

კომენტარის დამატება