გერმანიის ხელისუფლებამ რუსი დეპუტატის ქონება პირველად დააყადაღა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებულ დეპუტატსა და მის ცოლს სამი კერძო ბინა ჩამოართვა და საბანკო ანგარიში გაუყინა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა ავრცელებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქციების გამო აქტივები არამარტო გაყინულია, არამედ უძრავი ქონება დაყადაღებულია,” – განაცხადა პროკურორმა.

სანქცირებული პირი, რომელსაც გერმანიის ხელისუფლებამ ქონება დაუყადაღა, დუმის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწოდებას, ეღიარებინათ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხარი დაუჭირა.

Related posts

კომენტარის დამატება