გერმანიის საგარეო უწყება – მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში შიმშილის რისკი არა დასავლეთის სანქციების, არამედ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებობს

გერმანია მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მცდელობას, შექმნას ნარატივი, რომ აფრიკაში შიმშილობის გამოწვევაზე პასუხისმგებელი დასავლეთია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ფაქტი, რომ არსებობს შიმშილის რისკი მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მარცვლეულის ექსპორტი შეწყვეტილია, არა დასავლეთის სანქციების, არამედ რუსეთის აგრესიული ომის შედეგია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს „აფრიკის კავშირის“ თავმჯდომარეს შეხვდება, იმისთვის, რომ მსოფლიოში არსებული მზარდი სასურსათო კრიზისი განიხილოს და „სრულყოფილად აუხსნას“, თუ „რა ხდება სინამდვილეში“ უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით.

Related posts

კომენტარის დამატება