გიორგი გახარია საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოში ავსტრიის ელჩს – თომას მიულმანს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. პარტიის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, რომელთა არჩევანია ევროპა, იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობას”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება