გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩთან – ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩთან – ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.

პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გიორგი გახარია აგრძელებს შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან.

„შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პარტიის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივის გაჩენის შესაძლებლობაა, რამაც, საბოლოო ჯამში, სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. საქართველო და ქართველი ხალხი, წლების განმავლობაში, განვლილი გზით და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, როგორია დღეს ქვეყნის ხელისუფლება. ევროპული გზაა ის გზა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავისუფალ მომავალს და შეუქცევადს გახდის ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related posts

კომენტარის დამატება