გიორგი ვაშაძე – სად ერეკლე და სად ”ქართული ოცნება” – ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად ”ქართული ოცნების”

სად ერეკლე და სად „ქართული ოცნება” – ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად “ქართული ოცნების”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ვერ აირიდებენ თავიდან იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელსაც მათ ქართველი ხალხი დააკისრებს.

„ფსევდოპატრიოტიზმი გვესმის, სად ერეკლე და სად “ქართული ოცნება”, ან სად საქართველოს ისტორია და სად “ქართული ოცნება”? გგონიათ სამშობლო უყვართ? თავიანთი თავი, ბევრი ფული და კორუფცია უყვართ, მეტი არაფერი, თორემ ასეთი დაჩაჩანაკებული არ იქნებოდა ქვეყანა. როცა არგუმენტი არ აქვს დარჩენილი მმართველ პარტიას, რაზე მიდის ხოლმე – ფსევდოპატრიოტიზმზე. გგონიათ ღარიბაშვილმა იცის ერეკლე მეფის ქმედებების შესახებ, ან სამშობლო უყვარს? მაშინ დღე და ღამე იშრომებდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენს გულშემატკივრებს თავს კი არ დაესხმებოდა. ხალხი გიჟს ჰგავს, ნაბიჯი გადმოდგითო ეუბნებიან და ესენი პირიქით, თავს ესხმიან”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ანტიოპოზიციური კამპანია წარმატებული ვერ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ წამოსწიეს ხელოვნურად ერეკლე მეფის საკითხზე დისკუსია.

„ახლა ისტორიის გარჩევაში არ შევალ ანტიქართველი კობახიძის სურვილიდან გამომდინარე, ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად “ქართული ოცნების”, თუ ვინმე მართლა პატრიოტია, მე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” უნდა დატოვოს, სირცხვილია უბრალოდ,”- განაცხადა ვაშაძემ.

Related posts

კომენტარის დამატება