გორში მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით ”საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78-ე ქართველი ხალხის არჩევანია” გამართეს

„დემოკრატიის სკოლების კურს დამთავრებულთა ასოციაციის“ წევრებმა გორში აქცია-პერფორმანსი „საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78-ე ქართველი ხალხის არჩევანია” გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით, საქართველო ისტორიული გამოწვევის ზღვარზეა და უმნიშვნელოვანესია საზოგადოება იყოს ერთიანი. მათივე თქმით ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ევრო ატლანტიკური ალიანსის წევრი.

„გვინდა რომ ჩვენი ხმა შევუერთოთ საქართველოს მოსახლეობის ხმას – დავბრუნდეთ ევროპაში. დავბრუნდეთ იმ ევროპაში, რომელიც ჩვენი სახლია, ისევე როგორც ჩვენი საქართელო. გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ იყოს საქართველო ევროპის სრულუფლებიანი წევრი. ეს ჩვენი კონსტიტუციითა გამტკიცებული“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მარიკა მღებრიშვილმა.

Related posts

კომენტარის დამატება