გრიგოლ გეგელია ირლანდიის და ლუქსემბურგის პრემიერებს შეხვდა

“ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, დუბლინში ALDE-ს ალიანსის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირლანდიისა და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრებს, მიშელ მარტინსა და ეგზავიერ ბეტელს შეხვდა.

გეგელიას თქმით, პრემიერებთან და ევროპარლამენტარებთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას და საქართველოს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის ევროპული არჩევანისა და ნების მორიგ ჯერზე დაფიქსირებას.

ცნობისათვის, “ლელო” და უკრაინის მმართველი “ხალხის მსახური” გუშინ ერთობლივად იქნენ არჩეული ევროპის გავლენიანი პოლიტიკური ოჯახის, ALDE-ს, სრულუფლებიან წევრებად.

Related posts

კომენტარის დამატება