გუბერნატორი – რუსების მიერ ლისიჩანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით ლისიჩანსკი დაბომბეს, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამში“ იუწყება.

„დაბომბვის შედეგად ლისიჩანსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. დაშავებული ქალი კი ჩერნივცის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – აცხადებს გაიდაი.

მისივე თქმით, ქალაქში რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.

“ყველაზე მეტი ნგრევა ვრუბოვსკასა და ზოლოტეში დაფიქსირდა, სადაც 25 სახლი დაზიანდა. რუსმა ოკუპანტებმა ზოლოტე-4-სა და ვრუბოვკას ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან გაუხსნეს”, – აცხადებს გაიდაი.

Related posts

კომენტარის დამატება