გუბერნატორის ინფორმაციით, სევეროდონეცკში ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს

სევეროდონეცკში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში გამართული შეხვედრისას, ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი იუწყება.

„რაშისტებმა“ სევეროდონეცკის ერთ-ერთ შენობაში შეხვედრის გამართვა სცადეს, მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა, ბევრი დაღუპულია. ვიცით, რომ ყუმბარები და ჭურვები ფანჯრებიდანაც კი ცვიოდა. მოგვიანებით, ალბათ, გვექნება ინფორმაცია, შეგვიძლია ვთქვათ, ვინ დაიღუპნენ ქიმიკოსთა კულტურის სახლში“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაციას, რომ რუსები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით ოთხი მიმართულებით უტევენ. ამასთან, გრძელდება ბრძოლა სევეროდონეცკისთვის.

Related posts

კომენტარის დამატება