იაგო ხვიჩია კობახიძის განცხადებაზე – ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს – ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ

ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს – ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საით წავა საქართველო, ეს არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს ევროპელებმაც იციან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების” ამ არასათანადო, არაევროპულ ენას სიმშვიდით უპასუხებენ და ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ერთმანეთისგან გამიჯნავენ. მუქარის შემცველი რომ იყოს ეს განცხადება, ძალიან სასაცილო იქნებოდა. ქოცები რომ ევროპელებს ემუქრებიან აქედან, ეს ძალიან სასაცილოა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა – გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია”.

Related posts

კომენტარის დამატება