იგრძნობა განწყობა, რომ მათაც სურთ საქართველო მოხვდეს ევროპულ ოჯახში – სოფო ლილუაშვილი EU-ს ელჩს შეხვდა

ნიკა გვარამია ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი წერილი ევროკავშირის ელჩს მისმა ცოლმა, სოფო ლილუაშვილმა პირადად გადასცა.

წერილში ნიკა გვარამია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ნიშნით ჰყავს დაკავებული, საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას.

“შევხვდი პირადად ბატონ ელჩს, რა თქმა უნდა, გადავეცი ნიკას წერილი, ორიგინალი წერილის, რომელიც ხელმოწერილია ნიკას მიერ 212-ე საკანში და გავუზიარე ნიკას პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად ყველაფრის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რატომაც ზის ნიკა ციხეში, ახლა არ არის ამის დრო, გაერთიანების დროა და დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 

პირად საუბარში ყველას მოეხსენება, რომ ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლები პოზიციას არ აფიქსირებენ, თუმცა განწყობა იგრძნობა და ამას ყოველთვის ვგრძნობთ, რომ მათ ჩვენსავით სურთ, რომ საქართველო მოხვდეს ევროპულ ოჯახში”, – თქვა სოფო ლილუაშვილმა. 

Related posts

კომენტარის დამატება