ინგლისი კოვიდის ახალი ტალღის წინაშე-ომიკრონის შემთხვევები სულ უფრო იმატებს

ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს ახალი ტალღის დასაწყისი იყოს. 

CNBC-ის ინფორმაციით, 29 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში კოვიდდადებითი 989 800 ადამიანი აღმოჩნდა, მანამდე ინფიცირებული 953 900 პირი იყო. 

ამავე დროს, ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოსტ-პანდემიური მდგომარეობაა და კორონავირუსი აღარ არის პანდემია. ჯავიდის თქმით, COVID-19 ენდემურ ვირუსად იქცა, როგორიცაა გრიპი და სხვა ვირუსები. 

შემთხვევების დიდი ნაწილი ომიკრონის თავდაპირველი ვარიანტი BA.1-ია, დაფიქსირდა უფრო ახალი ვარიანტებიც – BA.4 და BA.5.

Related posts

კომენტარის დამატება