”ინგლისური მირჩევნია” – რატომ ამბობენ ბავშვები, რომ მათთვის ინგლისური ქართულზე მოსახერხებელია?

დღეს ინგლისური მთელი მსოფლიოს კულტურაზე ახდენს გავლენასმათ შორის ქართულ ენაზეცარის თუ არა საფრთხერომ წლების განმავლობაში ინგლისურმა ქართული ენა მნიშვნელოვანწილად შეავიწროოსᲛზად არის თუ არა განათლების სისტემა ამ გამოწვევისთვის?

10 წლის ბარბარემ ინგლისური Youtube-იდან ისწავლა. იქ ფილმების და სერიალების „თეორიებს“ ვუყურებო, ანუ განხილვას, რა შეიძლება მოხდეს მომდევნო სერიებში. ინტერნეტით და სატელევიზიო გადაცემებით ისწავლა რუსულიც და დღეს ერთგვარ „საკუთარ“ ენაზე ლაპარაკობს – ინგლისური, რუსული და ქართული სიტყვების ნაზავით.

ინგლისური ენა მირჩევნიაუფრო კარგად ვიცივკითხულობ ინგლისურადვუყურებ ინგლისურადმანგას [იაპონური კომიქსი] ვკითხულობ ინტერნეტში ინგლისურადქართული ჩემთვის რთული არ არისმაგრამ ინგლისური უფრო მომწონსქართულად რას ნახავარც მულტფილმებიაარც თეორიებიარც მანგაყველა ვიდეო ინგლისურადააქართული კარგი წიგნი ერთიც არ მახსოვს“, – ამბობს ბარბარე.

ბარბარეს დედა, ელენე, ჰყვება, რომ ბავშვს შვიდი წლით უფროს დასთან ურთიერთობა უფრო გამოსდის, ვიდრე თანატოლებთან, რადგან ერთნაირი ინტერესები აქვთ და ერთმანეთის ენა ესმით.

ყველაფერი ინგლისურადაა და, რა თქმა უნდაუფრო ეადვილებათხალხს ჰგონიაამას არაფერი არ უნდა დაუპირისპიროჩვენ ხომ ქართველები ვართ და ბუნებრივად უნდა ვიცოდეთ ქართულითუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში ქართულად აღარ ილაპარაკებენ“, – ამბობს ელენე.

8 წლის დემნა კოსტავა თავისი ამბის მოყოლას ასე იწყებს: „პატარა რომ ვიყავი“… გულისხმობს იმ დროს, რა ასაკიდანაც თავი ახსოვს. მაშინ ტელევიზორში მარტო ინგლისურ პროგრამებს უყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ყველა ქართულად ლაპარაკობს, ინგლისური მშვენივრად ისწავლა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აფასებს: „კარგად ვიცი, ძალიან“.

მიჩვეული ვარ ინგლისურსქართული წიგნები ცოტა „ქომფლიქეითით“ არისჩახლართულიინგლისურ წიგნებში კი ძალიან მარტივად გაიგებრა ხდებაუფრო სახალისოაკიდევ მომწონს, სურათებს რომ ბევრს ხატავენ და კომიქსებად რომ აქცევენეს ყველაზე მეტად მომწონსსხვა ბავშვებთან ინგლისურად და ქართულად ვლაპარაკობსკოლაში ძირითადად ქართულადმაგრამ თუ რამე სიტყვა დამავიწყდაინგლისურად ვამბობმაგრამ მთავარი ენა ქართულიაქართველი ვარსაქართველოში ვცხოვრობინგლისური მაინც მეორეა“, – ამბობს დემნა. იმასაც ჩივის, რომ ინგლისური ენის სახელმძღვანელოები ქართულისას ბევრად სჯობს, – ჩემი ინგლისურის მასწავლებელი ცოტა მკაცრიამაგრამ ისეთი კარგი წიგნები გვაქვს და ისეთი მარტივი მასალები… ქართული სახელმძღვანელოების ყდებზე კი ბზარები ჩნდებაფურცლები მალე იხევა“.

დემნას დედა, გვანცა თვარაძე თავიდან თავად უკითხავდა შვილს ინგლისურ წიგნებს, მოგვიანებით კი მხოლოდ ქართულს სთავაზობდა, მაგრამ აქ უკვე წინააღმდეგობას გადააწყდა:

„აი, „წრიპა ბიჭის დღიური“ ქართულადაც არის, მაგრამ ქართულად არ დაინტერესდა, ინგლისურად კითხულობს. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ ვიპოვეთ ინგლისურად და ძალიან გაუხარდა, რადგან ფილმიც აქვს ნანახი. ფილმებია მისთვის კატალიზატორი, თორემ Youtube-ი საერთოდ გათიშული გვაქვს სახლში. ახლაც მაღაზიაში რომ მომყავს, პირდაპირ ინგლისური წიგნებისკენ მიდის, ქართული არ აინტერესებს“.

ლექსიკოგრაფიის პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ ვერც ქართული სახელმძღვანელოები და ვერც სწავლების მეთოდები კრიტიკას ვერ უძლებს.

ინგლისური რთული იმითაარომ სხვანაირად იწერებასხვანაირად იკითხებაქართული რაც იწერებაის იკითხება და მაინც ინგლისური რომ უფრო ეადვილება ბავშვსხომ ცხადიარომ სახელმძღვანელოებსა და მეთოდოლოგიაშია პრობლემაბავშვები კომპიუტერს ჩართავენ და ყველაფერი ინგლისურადააამას ჩვენ ვერაფერს ვუპირისპირებთლექსიკა ღარიბი აქვთორანაირად ექნებათ მდიდარიბავშვს სიტყვა რომ დაამახსოვრდეს, რამდენჯერმე უნდა შეხვდეს სახელმძღვანელოშიეს მეთოდები არსებობსმაგრამ არ გვინდარომ გამოვიყენოთ“.

The Guardian-ი სტატიაში „ბეჰემოტი, მოძალადე, ქურდი: როგორ იპყრობს ინგლისური ენა პლანეტას“ წერს, რომ ისტორიის მანძილზე არცერთი ენა არ ყოფილა ისე ფართოდ გავრცელებული, როგორც ახლა ინგლისურია. თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის ის მშობლიურია, მილიარდზე მეტისთვის – მეორე ენა, 59 ქვეყანაში კი ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული. ინგლისურის ფართოდ გავრცელებამ დიდი შესაძლებლობები მისცა საერთაშორისო ვაჭრობას, სტუდენტებს, განათლების სისტემას, ინტერნეტს, მაგრამ, მეორე მხრივ, ინგლისურის დომინირების გამო დავიწყებას ეძლევა სხვა ენები, ამ ენებზე შექმნილი ლიტერატურა და დიალექტები.

მეც ვამჩნევრომ სკოლის მოსწავლეები გვერდით რომ ჩამივლიანინგლისურად საუბრობენმაგრამ არიან ისეთი ბავშვებიცრომლებსაც გლობალიზაციის მიმართ ძალიან სწორი დამოკიდებულება აქვთჩვენ ამ თემაზე სკოლებში ესეების კონკურსი ჩავატარეთბავშვები წერენგლობალიზაცია იმას კი არ ნიშნავსრომ აუცილებლად სხვას დავემსგავსოთჩვენი უნიკალური ხმა უნდა მივიტანოთ იმ საერთო მრავალხმიანობაშირომელსაც სხვადასხვა ეთნოსი და კულტურა ქმნისოინგლისურიც უნდა ვიცოდეთგერმანულიც და ფრანგულიცმაგრამ ამან ქართული არ უნდა ჩაანაცვლოსოთუ კარგი პედაგოგები ჰყავთახალგაზრდებს ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ“, – ამბობს თინათინ მარგალიტაძე.

59-ე სკოლის ქართულისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი ბავშვების ინგლისურთან დამოკიდებულებაზე სამი სხვადასხვა სკოლის მაგალითზე საუბრობს.

ხუთი წლის წინ რაჭაში ვასწავლიდიიქ ბავშვები უფრო კარგი ქართულით ლაპარაკობდნენრადგან მშობლებთან მეტი ურთიერთობა ჰქონდათ და თან სოციალური ქსელებიც იმდენად არ იყო განვითარებულიახლა უკვე ისინიც მიეჯაჭვნენ ინტერნეტსკერძო სკოლაში უცხო ენებს უფრო მეტად სწავლობენ და არასწორ სალიტერატურო ფორმებსაც იქ უფრო მეტად იყენებენსაჯარო სკოლაში ინგლისურში მომზადების საშუალება ბევრს არა აქვსმაგრამ სხვადასხვა გავლენების გამო (ძირითადად ინტერნეტიმათი ლექსიკური მარაგი ძალიან გაღარიბებულია“, – ჰყვება ლელა კოტორაშვილი. იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვებს უჭირთ კლასიკოსი მწერლების გაგება, მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ძალიან უყვართ ხალხური ზღაპრები. მიუხედავად იმისა, რომ იქ მათთვის ბევრი გაუგებარი სიტყვაა, თავად ამბავი იმდენად საინტერესო ეჩვენებათ, რომ ძალდაუტანებლად სწავლობენ.

თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ დღეს ინგლისური არა მარტო ქართულზე, არამედ ყველა სხვა ენაზე ახდენს გავლენას და ამ ქვეყნებში ენის დასაცავად სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ შემუშავებული. მაგალითად, ცდილობენ, უცხო ენა არა დამოუკიდებლად, არამედ მშობლიურ ენასთან ბმაში ისწავლებოდეს.

არ შეიძლება უცხო ენა ისე ასწავლორომ მშობლიურ ენასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდესჩვენთან მეოთხე და მეხუთე კლასელებს ინგლისურს რომ ასწავლიანგანმარტებით ლექსიკონში ჩაიხედეოეუბნებიანშესაბამისად, იმ ინგლისური სიტყვის ქართული შესატყვისი ბავშვმა არ იცისინგლისურს ისე ასწავლიანთითქოს ჩვენ ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ვზრდიდეთრომელმაც ან ამერიკაში უნდა იცხოვროსან დიდ ბრიტანეთშიმშობლების პრობლემაც არისრა თქმა უნდაჯერ იყო, რუსულ სკოლებში შეჰყავდათ ბავშვებირომ შემდეგ რუსეთში წასულიყვნენახლა ინგლისურზე გადაერთვნენინგლისური უნდა ისწავლოსმაგრამ როგორ შეიძლებაბავშვმა ქართული არ იცოდეს კარგად?!“

უახლოეს ან შედარებით შორეულ წარსულში ქართული ენა რამდენჯერმე მართლაც გადასარჩენი გახდა: მაგალითად, 1978 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი გაეუქმებინა, ან მე-19 საუკუნეში, როდესაც გიმნაზიებში სწავლა-განათლება ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. რამდენად სახიფათოა დღეს ინგლისურის გავლენა? თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ ქართულ ენას გაქრობა არ ემუქრება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის სახელმწიფო ენაა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით სვანურსა და მეგრულ ენებზე. მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში ბავშვებს სჭირდებათ ქართული ენის უფრო თანამედროვე სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებები, ასევე მეტი ყურადღება მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან.

Related posts

კომენტარის დამატება