ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს 22 ივნისს წარუდგენს

22 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსდგება. ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც დასმულ კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ კი გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები და გაიმართება პოლიტიკური დებატები.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პრემიერ მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისს წარუდგინა

Related posts

კომენტარის დამატება