იტალიაში იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცი, რომლის თავსაც ვერ აგნებენ

იტალიაში, ფორლის აპენინებში უთავო გვამი იპოვეს. ეს არის 55 წლის ფერმერის, ფრანკო სევერის ცხედარი, რომელიც ცხოვრობდა იმ ადგილიდან არც თუ ისე შორს, სადაც მისი გვამი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ადგილზე ვერ მიაგნეს ვერც სასოფლო-სამეურნეო მანქანას. პირველად ინფორმაციით, კაცი 24-48 საათის წინ გარდაიცვალა, ამ დროისთვის კი დანიშნული ექსპერტიზა. იგი 21:30 საათზე ნაცნობს უნდა შეხვედროდა, თუმცა იქ არ მისულა და ზარებსაც აღარ პასუხობდა.

ამის შემდეგ მეგობარმა მას სახლთან მიაკითხა და ხმამაღლა ეძახდა. მოგვიანებით კი ციცაბო დაღმართის შუა გზაზე აღმოაჩინა გარდაცვლილი.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის გარდა, მივიდნენ კარაბინერები და მეხანძრეები.

როგორც გამოცემა წერს, სევერის ცხედარი შესაძლოა კლდეზე გადააგდეს მისი გარდაცვალების შემდეგ. მოსაზრებას ამყარებს ის, რომ გვამს სისხლის კვალი არსად ჰქონდა.

Related posts

კომენტარის დამატება